იუვენტუსი მაკკენის კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ უესტონ მაკკენის იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია სიმართლე არ არის.
წყაროს ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელის შენარჩუნება ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და იუვენტუსი ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.
აგრესტის თქმით, მხარეები შეხვედრას მომდევნო კვირებში გამართავენ და ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაგრძელდება. მაკკენი იუვენტუსში ბედნიერია და მისი პრიორიტეტი ტურინულ გრანდთან საერთო ენის გამონახვააა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
