იუვენტუსს მაკკენის შენარჩუნება გაუჭირდება
იუვენტუსი უესტონ მაკკენისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.
მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ლუჩიანო სპალეტის მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ ფინანსური ასპექტების გამო მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პრობლემა არა მხოლოდ მოთხოვნილი ხელფასი, არამედ აგენტის მაღალი საკომისიოა, რაც საერთო ჯამში მოლაპარაკებებს საგრძნობლად ართულებს.
მაკკენის მსურველები როგორც ევროპაში, ასევე MLS-ში მრავლად ჰყავს და მისი კარგი თამაშის ფონზე, ამერიკელის შენარჩუნების შანსი სულ უფრო მცირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
