TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფენერბაჰჩე იუვენტუსის 3 ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ჟოზე მოურინიოს ფენერბაჰჩე იუვენტუსთან უესტონ მაკკენის, არტურ მელოსა და ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ალფრედო პედულას ცნობით, ჟოზე მოურინიოს გუნდში სამივე ფეხბურთელის ხილვა სურს და თურქები პორტუგალიელი სპეციალისტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობენ.

იუვენტუსი ფენერიდან ფერდი კადიოღლუს ტრანსფერით ინტერესდება და დიდია ალბათობა, მხარეებმა უახლოეს პერიოდში ფეხბურთელები გაცვალონ.