ლესტერის გაუმჯობესებული წინადადება სულეს სანაცვლოდ…
ლესტერი მატიას სულეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ტურინულ გრანდს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისელები ტურინულ გრანდს არგენტინელი ტალანტის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობენ, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება.
წყაროს ცნობით, საბოლოო სიტყვას სულეს მომავალთან დაკავშირებით ტიაგო მოტა იტყვის, ვინც ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ვარჯიშებზე დააკვირდება და ამის შემდეგ გადაწყდება, დატოვებს თუ არა სულე გუნდს.