TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი რაბიოს ტრანსფერისთვის ბრძოლას ლიდერობს…

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ადრიენ რაბიოსთან მოლაპარაკებებს აქტიურად აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგსა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეწყდა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ბიანკონერის რიგებს დაუბრუნდეს, რადგან კრისტიანო ჯუნტოლი რაბიოს გუნდის პრიორიტეტად აღარ მოიაზრებს.

გამოცემის ინფორმაციით, ადრიენის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, თუმცა ამ მომენტში ყველაზე მეტად სწროედ მილანი აქტიურობს.