TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოდიბოს იუვენტუსში თამაში სურს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ და არა 40, რაც აქამდე იტალიურ მედიაში სახელდებოდა.

პედულას ცნობით, გუნდებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ამიტომ ტურინულ გრანდში მიაჩნიათ, რომ ტრანსფერის დახურვას უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

თავად 24 წლის ფრანგმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულების იმედი აქვს.