TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კანსელუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერ სიტის შორის ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტამ პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და მიიჩნევს, რომ ის ახალ იუვენტუსს იდეალურად მოერგება.

ტურინული გრანდი კანსელუს გაფორმებას მხოლოდ იჯარის წესით განიხილავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. თავად პორტუგალიელი ტურინში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.