TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის გაუმჯობესებული წინადადება ატალანტას

როგორც მოსალოდნელი იყო, კეფრენ ტურამის ტრანსფერის დახურვის შემდეგ იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსს მიუბრუნდა და ატალანტასთან მოლაპარაკებები განაახლა.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტურინული გრანდი ლა დეას ნიდერლნადელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გარანტირებულ 46-47 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ბონუსების ჩათვლით 55 მილიონამდე გაიზრდება.

კოპმეიენრსის გაფორმება გასულ კვირებში არაერთმა ევროპულმა გრანდმა სცადა, თუმცა თავად ნიდერლანდელს ტურინში გადაბარგება და ტიაგო მოტას გუნდში თამაში სურს, ამიტომ ატალანტას ადრე თუ გვიან იუვენტუსის წინადადების მიღება მოუწევს…