იუვენტუსის ახალი წინადადება მაკკენის
იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ამერიკელ ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 2.5 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მაკკენი გარანტირებულ 4 მილიონს ითხოვს, მაგრამ მხარეებს შორის კარგი დამოკიდებულებაა და მოსალოდნელია, რომ ისინი შეთანხმებას შეძლებენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
