რუგანი ტრავმირებულია, კონსეისაუს და მაკკენი მომდევნო მატჩისთვის მზად იქნებიან
რომასთან მატჩის შემდეგ, დღეს იუვენტუსის ფეხბურთელებმა, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში გარკვეული დაზიანებები მიიღეს, J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარეს.
დანიელე რუგანის წვივის კუნთის საშუალო დონის ტრავმა დაუდასტურდა. ის განმეორებით შემოწმებას 10 დღეში გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის დაუბრუნდება ის მოედანს, თუმცა სავარაუდოა, რომ იტალიელს 5-6 კვირა გაუცდება.
შიკო კონსეისაუსა და უესტონ მაკკენის რაც შეეხებათ, მათ არანაირი ტრავმა არ აქვთ და დიდი ალბათობით მომდევნო მატჩისთვის მზად იქნებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
