კაპელო:“ იუვენტუსი – რომა ორივე გუნდისთვის 3 ქულაზე მეტს ნიშნავს“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – რომას მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„როგორ შეხვედრას ველოდები ხვალ ? ვფიქრობ, ორივე მწვრთნელს ისეთივე თამაშის ხილვა სურს, როგორც გუნდებმა წინა ტურში ითამაშეს: სისწრაფე, ინტენსიურობა, დრიბლინგი, ინგლისური სტილის ფეხბურთი.
„ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და 3 ქულაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. გამარჯვებული გუნდი უმნიშვნელოვანეს მენტალურ მუხტსა და თავდაჯერებულობას მიიღებს. იუვენტუსმა ბოლონიასთან ძალიან კარგად ითამაშა და რომასთან გამარჯვება მათ თეორიულად ტიტულისთვის ბრძოლაში დააბრუნებს.
„სულე და ილდისი ? ორი ძალიან ახალგაზრდა და უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომლებსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლიათ. იმედი მაქვს, ისინი იტალიაში დიდი ხანი დარჩებიან.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
