დელ პიერო:“ სირთულეების მიუხედავად, იუვენტუსი ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექს დელ პიერომ Sky Sport-თან გუნდში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.
„იუვენტუსში მწვრთნელი ახლახანს შეიცვალა, რაც მარტივი არავისთვის არის. გუნდში მენტალური ასპექტი უმნიშვნელოვანესია და ამის აშენებას გარკვეული დრო სჭირდება. როგორც იუვენტუსის ქომაგი იმედი მაქვს, რომ გუნდი სტაბილურობას შეინარჩუნებს და გამარჯვებას დაუბრუნდება, რადგან იუვენტუსი ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს.
„რომა ? ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელშიც ორივე გუნდს თავისი ამბიციის დამტკიცება შეეძლება. რომას სეზონის უკეთესი სტარტი აქვს, უფრო სტაბილურია და იუვენტუსის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში ისინი ხმაურიან განაცხადს გააკეთებენ.
„იუვენტუსს რაც შეეხება, მათ ბოლონიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ეს დასაწყისი უნდა იყოს და რომასთან დაამტკიცოს, რომ გუნდს ბრძოლის უნარი აქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
