მილანი კიეზას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, მილანი ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის ხილვა გუნდში როსონერის ახალ მწვრთნელს პაულო ფონსეკას სურს და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდა ლომბარდიულ გრანდს არ უნდა გაუჭირდეს.
მომბლანოს ინფორმაციით, კიეზას ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ყველაფერი 20 ივლისის შემდეგ გაირკვევა, როდესაც მისი ქორწილი ჩაივლის.