TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსჟ-მ ჰეისენთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

პსჟ-სა და იუვენტუსს შორის დინ ჰეისენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა ფრანგებთან 5-წლიანი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და იუვენტუსის მწვანე შუქის მოლოდინშია.

პარიზელების ბოლო წინადადება იუვენტუსისთვის 20 მილიონი და ბონუსებია, ტურინული გრანდი კი 25 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს, რისი გადახდაც ფრანგებისთვის პრობლემა არ იქნება.