TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ინტერესი კადიოღლუს მიმართ სერიოზულია

იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი თურქი უკანახაზელის ფერდი კადიოღლუს ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი თურქ ფეხბურთელს ჯერ კიდევ ნაპოლიში მუშაობის დროიდან აკვირდება და მისი გაფორმება ახლა იუვენტუსში სურს.

დი ნატაელს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე თავის შესანიშნავად წარმოჩენის შემდეგ, ფენერბაჰჩე ფლანგის მცველის გაშვებას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.