TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიცა ტოდიბოს თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ბოლო დღეებში ტურინული გრანდის პრიორიტეტი ნიცას ჟან-კლერ ტოდიბოა, მაგრამ ბიანკონერის მისი გაფორმება გაუჭირდება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნიცა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გემგებში არ შედის.

ჯუნტოლი ფრანგებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, მისი ალტერნატივა კი არსენალის უკანახაზელი იაკუბ კივიორია.