TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაბიოს უარის შემთხვევაში, იუვენტუსი ტურამის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს

იუვენტუსი ადრიენ რაბიოს საბოლოო პასუხის მოლოდინშია და პარალელურად მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

ფრანგ ფეხბურთელს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ბიანკონერის მისი შენარჩუნება სურს, თუმცა მხარეებს შორის ხელფასის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რის გამოც დიდია ალბათობა, ფეხბურთელმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

SportItalia-ს ცნობით, თუ რაბიომ იუვენტუსის წინადადებაზე უარი თქვა, ბიანკონერი მის ნაცვლად ნიცადან ხეფრენ ტურამის გაფორმებას გეგმავს, რომლის სანაცვლოდ ფრანგები 20-25 მილიონ ევროს ითხოვენ.