TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის სიტუაცია დი გრეგორიოს ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებს

არაბული ალ-ნასრი იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის გარკვეული სირთულეები წარმოიქმნა, რის გამოც პოლონელის არაბულ გუნდში ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

წყაროს ცნობით, შესნის სიტუაცია იუვენტუსში მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერზე გავლენას ვერ მოახდენს და იტალიელი კიპერის ტურინში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილია.

დი გრეგორიო იუვენტუსს მიმდინარე თვის ბოლოს შეუერთდება. ბიანკონერი მას 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც გუნდს საერთო ჯამში 20 მილიონი დაუჯდება. მიკელე 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.