კოპმეიენრსი:“ ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ტეუნ კოპმეიენრსმა კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„განწყობა ბოდოსთან მატჩის შემდეგ ? გამარჯვება ყოველთვის კარგია, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. ჩვენი ერთადერთი მიზანი დღეს გამარჯვებაა.
„სპალეტი ? ის ტაქტიკის მხრივ ძალიან ძლიერია, ჩვენ მწვრთნელის დახმარებით გაუმჯობესებას ვაგრძელებთ და ვიცით, რომ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს. ახლა მთავარი პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და გამარჯვებაა.
„ახალი პოზიცია ? მე ამ თემაზე მწვრთნელთან უკვე ვისაუბრე, დაცვაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, ასე ჩემი შესაძლებლობების გამოყენება უკეთ შემიძლია.
„პოზიტივი ქომაგებისგან ? ჩვენ დიდებული გუნდი, დიდებული ისტორია და დიდებული ქომაგები გვყავს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
