სპალეტი:“ ასეთი თამაში მიუღებელია, ჩვენ გაცილებით მეტი მოგვეთხოვება“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ და დავუშვით შეცდომები, რომლებიც მიუღებელია. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და მოგვეთხოვება.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, მოედანზე უფრო მეტი ხარისხი ვაჩვენოთ ყველა ასპექტში და იმის მიხუედავად, რომ ასეთ გარემოში თამაში მარტივი არ არის, უნდა გავიდეთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.
„ვიცოდით, რომ ფიორენტინასთან მარტივი შეხვედრა არ გველოდა, რადგან ფლორენციელებს იმაზე გაცილებით კარგი გუნდი ჰყავთ, ვიდრე ამას სატურნირო ცხრილი აჩვენებს, ისინი მოტივირებულები იქნებოდნენ და პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. მე დღეს იმედგაცრუებული ვარ, ჩვენ უკეთესი თამაში და 3 ქულის მოპოვება გვმართებდა.
„სკუდეტო ? მე მოსვლის დღესვე ვთქვი, ჩვენი ამბიცია უნდა იყოს ტიტულისთვის ბრძოლა და არა სკუდეტოს მოპოვება, ეს ორი განსხვავებული რამ არის. ტიტულის გარანტირებულად მოპოვებას ვერავინ მოითხოვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გუნდებს შორის, რომელიც სკუდეტოსთვის იბრძვის, ამას გუნდის ისტორია, ტრადიციები და ამბიციები გვაიძულებს.
„გასახდელში მატჩის შემდეგ სრული სიჩუმე იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი დღევანდელი მატჩით იმედგაცრუებულები არიან. ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანს გაცილებით მეტი გვმართებს, მათ შორის პირველ რიგში მე.
„იყო თუ არა ილდისი ნაკლებად ჩართული მატჩში ? ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ბურთს ზედმეტად ნელა ვამოძრავებდით და ხშირად წინ წასვლის ნაცვლად პასს უკან ვაკეთებდით, იმის ნაცვლად, რომ ვერტიკალური გადაცემები გვეცადა და სივრცეები შეგვექმნა. ჩვენ უფრო ვერიკალურები უნდა ვიყოთ და ილდისს მეტი სივრცე შევუქმნათ.
„რასისტული შეძახილები ვლაჰოვიჩის მიმართ ? დუშანი იმ ფეხურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ასეთი მომენტებიდან მეტ მოტივაციას იღებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, სოციალური თვალსაზრისით ასეთი შეძახილები ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ფეხბურთი ულამაზესი სპორტია და მასში რასიზმის ადგილი არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
