იუვენტუსი კოსტიჩის აგენტს მომდევნო კვირაში შეხვდება
იუვენტუსსა და ფილიპ კოსტიჩის აგენტს შორის მომდევნო კვირის ბოლომდე შეხვედრა გაიმართება და მხარეები სერბი ფეხბურთელის მომავალზე იმსჯელებენ.
კოსტიჩის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და მას იმედი აქვს, ბიანკონერი 33 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებას მოისურვებს და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი კოსტიჩის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, თუ ის გასამრჯელოს 1.5-2 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
