იუვენტუსი ბრიუგეს ცენტრალური მცველის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ცნობილი ჟურნალისტის ეკრემ კონურის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ხოელ ორდონიესია.
21 წლის ეკვადორელი ფეხბურთელი ბელგიური გუნდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი და ინტერი იჩენენ.
წყაროს ცნობით, ბრიუგე ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
