TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:” ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ ყველა ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ”

იუვენტუსის ფეხბურთელმა შიკო კონსეისაუმ Tuttosprot-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სპალეტი ? ჩვენ ახალი მწვრთნელის იდეების ათვისებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ახლა კი დროა, მატჩებში გამარჯვება დავიწყოთ.

„დერბი ? ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც 3 ქულაზე მეტს ნიშნავს და რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩემთვის პირველი დერბი პორტუსა და ბენფიკას შორის იყო და კარგად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები.

„რა შეიცვალა სპალეტისთან ერთად ? მწვრთნელი ჩვენთან კარგი ურთერთობის ჩამოყალიბებას ცდილობს, ჩვენ თითოეული მატჩის შემდეგ ყველაფერს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, დაშვებული შეცდომები გამოვავლინოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ახლა ჩვენ ბურთის მეტად შენარჩუნება გვინდა. ჩვენ ხარისხიანი გუნდი გვყავს, რომელსაც ხშირად შესაბამისად ვერ ვიყენებდით.

„ტუდორი ? როდესაც გუნდს ცუდი შედეგები აქვს, ეს არა მხოლოდ მწვრთნელის, არამედ ფეხბურთელების დამსახურებაც არის. როდესაც შენ იუვენტუსის წევრი ხარ და ვერ იმარჯვებ, სიტუაცია რთულდება, ამ მაისურის ტარება ჩვენგან ყოველთვის 100 პროცენტით დახარჯვასა და ბრძოლას ითხოვს.

„მწვრთნელების ხშირი ცვლილება ? ვიცით, რომ საბოლოო ჯამში მოედანზე ჩვენ გავდივართ, ამიტომ დიდწილად პასუხისმგებლობა ჩვენ გვესკირება. ახლა ჩვენი მწვრთნელი სპალეტია და მის იდეებს 100 პროცენტით ვიზიარებთ.

„სკუდეტო ? დიახ, ჩვენ იუვენტუსი ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„საყვარელი პოზიცია ? მე მარჯვენა ფინგერის პოზიციაზე მიყვარს თამაში. ტუდორი შედარებით ცენტრალურ პოზიციაზე თამაშს მთხოვდა და ნელ-ნელა ამას ვეჩვეოდი, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე თამაში უფრო კარგად გამომდის.

„რჩევა რონალდუსგან ? ის ყოველთვის მეუბნება, რომ დიდებულ გუნდში ვთამაშობ, მაგრამ მეუბნება, რომ ასეთ დონეზე შენგან ყველა გამარჯვებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში წნეხი იზრდება.

„ახალწვეულები ? იტალიაში ფორვარდებსა და დრიბლერებს ყოველთვის უჭირთ, რადგან აქ დაცვით ასპექტში ყველა ძალიან კარგად თამაშობს, შენ თითქმის ყოველთვის 2 მეტოქის წინააღმდეგ გიწევს თამაში.

„მიზნები ამ სეზონში ? პირველ რიგში, მინდა გუნდთან ერთად ტიტული მოვიგო, ინდივიდუალურ დონეზე კი მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მინდა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !