TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფეხბურთელები, რომლებიც ხვალიდან მოტას განკარგულებაში იქნებიან

ტიაგო მოტა გუშინ იტალიაში ჩაფრინდა, დღეს კი კონტინასას ბაზაზე გამოჩნდა და სეზონისთვის მომზადებას შეუდგა.

ის უახლოეს საათებში იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ პრეს-კონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც მოტა და მისი სტაფი პირველ ვარჯიშს გამართავენ.

ამ ეტაპზე მოტას განკარგულებაში დი გრეგორიო, პერინი, პინსოლიო, ჯალო, დე შილიო, რუგანი, ლოკატელი, მირეტი, ჰანს ნიკოლუსი-კავილია, არტური, სულე, გონსალესი, ფრაბოტა და აკე იქნებიან.

ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულები, გუნდს დაახლოებით 10-11 დღეში შეუერთდებიან.