TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კანსელუს გაფორმებას მხოლოდ იჯარით განიხილავს

იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია (იხილეთ აქ), რომ ტურინულ გრანდს ჟოაუ კანსელუს სამსახური შესთავაზეს, სიმართლეა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის სხვა ტრანსფერებზეა კონცენტრირებული, თუმცა გუნდი კანსელუს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მომდევნო დღეებში მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს.

ალბანეზეს ცნობით, იუვენტუსი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ მანჩესტერ სიტი პორტუგალიელის იჯარით გაშვებას დათანხმდება, თავად ფეხბურთელს კი ტურინში დასაბრუნებლად ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.