TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა საბოლოო გადაწყვეტილებას 20 ივლისს მიიღებს…

იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო კიეზა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 20 ივლისის შემდეგ მიიღებს.

ფედერიკოს 20 ივლისს ქორწილი აქვს და ამ მომენტისთვის მისი ყურადღება პირად ცხოვრებაზეა გადატანილი, შემდეგ კი ის საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

კიეზას მსურველები დღითი დღე იზრდება და მას როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში მსურველები მრავლად ჰყავს. ფედერიკოს პრიორიტეტი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს, თუმცა რომა მის გადარწმუნებას იმედოვნებს…