TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და რაბიოს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ადრიენ რაბიოს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდა.

ფრანგი 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ და წყაროს ცნობით, მხარეებს შორის უკვე კვირაზე მეტია მოლაპარაკებები აღარ გამართულა და არც მომავალში იგეგმება.

რაბიოს ტრანსფერზე რამდენიმე გუნდი მუშაობს, თავად ფეხბურთელს კი კარიერის რეალში გაგრძელება სურს.