TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლის ინტერესი ბარენეჩეას მიმართ სერიოზულია

ნაპოლი იუვენტუსის არგენტინელი ტალანტის ენცო ბარენეჩეას ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის მატეო მორეტოს ცნობით, პარტენოპეის რიგებში 23 წლის ნახევარმცველის ხილვა იუვენტუსის ყოფილ დირექტორს ჯოვანი მანას სურს, რომელმაც ფეხბურთელის პოტენციალის შესახებ კარგად იცის.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ბარენეჩეას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მისი გუნდიდან წასვლას მწვანე შუქი ტიაგო მოტამ აუნთო.

39 views
error: დაცული კონტენტი !