TuttoJuve

Juve per sempre sarà

ელკანი:“ იუვენტუსი არ იყიდება“

იუვენტუსის მფლობელი კომპანია Exor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ელკანმა ტურინული გრანდის კაპიტალის კიდევ ერთი ზრდა დააანონსა და დაადასტურა, რომ იუვენტუსი არ იყიდება.

„ჩვენ იუვენტუსის გაძლიერებაზე მუშაობას გავაგრძელებთ, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, როგორც ამას ჩემი ოჯახი გასული 102 წლის განმავლობაში აკეთებდა. იუვენტუსი არ იყიდება!“

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი Exor-ისგან დამატებით 30 მილიონს მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

257 views
error: დაცული კონტენტი !