იუვენტუსს გუნდში ახალი მწვრთნელის ხილვა კრემონეზესთან მატჩამდე სურს
იუვენტუსი ახალი მწვრთნელის ძებნას აქტიურად აგრძელებს და ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი ლუჩიანო სპალეტის აქვს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს სურს, რომ ახალმა მწვრთნელმა მუშაობა კრემონეზესთან მატჩამდე დაიწყოს, რომელიც 1 ნოემბერს არის ჩანიშნული.
იუვენტუსსა და სპალეტის შორის მოლაპარაკებები 6-თვიან კონტრაქტზე მიმდინარეობს, რომელიც კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                