ელკანმა მანჩინის კანდიდატურას ვეტო დაადო
იუვენტუსი ახალი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს და გასულ საათებში ბიანკონერის აქტიურად რობერტო მანჩინის უკავშირებდნენ, თუმცა სავარაუდოდ იტალიელ სპეციალისტს ტურინული გრანდის სათავეში ვერ ვნახავთ.
ლუკა მომბლანოს ცნობით, რობერტო მანჩინის კანდიდატურას ვეტო პირადად ჯონ ელკანმა დაადო და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იტალიელი სპეციალისტი ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ვნახოთ.
წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ლუჩიანო სპალეტი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                