დელ პიერო:“ იუვენტუსს იდენტობა აკლია, ყველამ იცის, რომ ტუდორი გუნდის პირველი არჩევანი არ ყოფილა“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ რეალთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„სამწუხაროდ, იგორ ტუდორი იუვენტუსის სასტარტო XI-ს შესახებ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, გუნდს იდენტობა აკლია და ეს ამ სეზონში არაერთხელ გამოჩნდა.
„ტუდორი ? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ტუდორი ზაფხულში იუვენტუსის პრიორიტეტი არ ყოფილა. ის თავის მაქსიმუმს ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდს სათამაშო სტილი, იდენტობა არ აქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
