TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეინერსი:“ როდის ვნახავთ ნამდვილ კოპმეინერსს ? პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მაგრამ…“

იუვენუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეიენრსმა რეალთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ ის ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

„როდის ვიხილავთ ნამდვილ კოპმეინერსს ? ვიცი, რომ ჯერჯერობით საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებ და პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე ვიღებ, მე ამ თემაზე მწვრთნელს უკვე ვესაუბრე.

„ხშირად მე ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაში მიწევს, ზედმეტად წინ, თუმცა მე ნახევარმცველი ვარ, მინდა ბურთთან მეტი შეხება მქონდეს, გავაკეთო პასები და გუნდის შეტევები წავმართო. მართალია წინ წასვლა და გოლების გატანაც მიყვარს, მაგრამ მე ნახევარმცველი ვარ.

„მაგალითისთვის, ატალანტასთან კარგი მატჩი მქონდა, რადგან ჩვეულ პოზიციაზე ვითამაშე, ვილიარეალთან კი მე ფორვარდის პოზიციაზე მომიწია თამაში და ეს მარტივი არ არის. მე მეტი სტაბილურობა მჭირდება და ამ თემაზე მწვრთნელთან საუბარი უკვე მქონდა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !