TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატუზო:“ ესტონეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ისრაელთან მატჩის წინ Sky Sport-თან ისაუბრა.

„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ამ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება ჩვენ პლეი-ოფში ადგილს გაგვინაღდებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ესტონეთთან გამარჯვება ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ჩვენ საჭირო ქულებთან ერთად თავდაჯერებულობა მოვიპოვეთ და მომდევნო შეხვედრას უფრო მეტი ენთუზიაზმით ვხვდებით.

„რამდენად მზად არის გუნდი ? მე ჩემი ბიჭებით ვამაყობ, რადგან ვხედავ, თუ რამხელა მონდომებითა და მოტივაციით მუშობენ. ჩვენ ვიცით, რომ მიღწეული შედეგით ვერ დავკმაყოფილდებით და გაცილებით მეტი მოგვეთხოვება, მაგრამ პროგრესი აშკარაა.

„სასტარტო შემადგენლობა ? ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგან თითოეული ფეხბურთელი მზად უნდა იყოს, დაიწყებს ის სასტარტოდან, თუ სათადარიგოთა სკამიდან. უმნიშვნელო ფეხბურთელი იტალიის ნაკრებში ვერ ითამაშებს.

„იტალიის ნაკრებში მუშაობა ? ეს თითოეული იტალიელისთვის უდიდესი პატივი და ოცნებაა, ჩვენ უდიდესი ისტორიის ნაკრები გვაქვს, აქ მუშაობდნენ ლიპი, ტრაპატონი და სხვა უამრავი ლეგენდარული სპეციალისტი და ვამაყობ, რომ მათ შემდეგ ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობა მეც მომეცა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

188 views
error: დაცული კონტენტი !