იუვენტუსის ხელმძღვანელობა ტუდორისგან მეტ სტაბილურობას ითხოვს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ტურინული გრანდის ბოლოდროინდელი შედეგების გამო უკმაყოფილოა.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იგორ ტუდორის გუნდიდან გაშვება არც კი განიხილება და მას იუვენტუსის ხელმძღვანელობის სრული ნდობა აქვს, მაგრამ ამავდროულად ხორვატი სპეციალისტისგან როგორც თამაშის ხარისხის, ისე შედეგების მხრივ მეტ სტაბილურობას ითხოვენ.
