TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენი შესაძლოა ამერიკაში დაბრუნდეს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უესტონ მაკკენიმ შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები აგენტის საკომისიოს გამო ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, ბოლო თვეებში კი მოლაპარაკებები აღარ გამართულა და სავარაუდოდ ის გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რომანოს ცნობით, მაკკენის გაფორმების სურვილი რამდენიმე ამერიკულმა გუნდმა გამოთქვა და უესტონი სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

203 views
error: დაცული კონტენტი !