TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოტა რეტეგის გაფორმებას ითხოვს

იუვენტუსი იტალიის ნაკრების და ჯენოას ფორვარდის მატეო რეტეგის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

მოიზე კინი და არკადიუშ მილიკი ტურინულ გრანდს დატოვებენ, მოტას კი გუნდის შეტევის ხაზში კონკურენციის გაძლიერება სურს და ვიცე-ვლაჰოვიჩის ადგილას სწორედ იტალიელი ფორვარდის ხილვა სურს.

ჯენოა რეტეგის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც ბიანკონერი არ აპირებს, მაგრამ გენუელები იუვენტუსის რამდენიმე ტალანტის, მათ შორის ფაბიო მირეტის ტრანსფერით ინტერესდებიან და დიდია ალბათობა, ჯუნტოლიმ რომელიმე მათგანი თანხის შესამცირებლად გამოიყენოს.

34 views
error: დაცული კონტენტი !