TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე არჩევანს სანჩოსა და ადეიემის შორის გააკეთებს

ფედერიკო კიეზა იუვენტუსის რიგებს დატოვებს, ტურინული გრანდი კი მისი შემცვლელის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ბიანკონერის ორი პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას მოთხოვნით, კრისტიანო ჯუნტოლი მანჩესტერიდან ჯეიდონ სანჩოს გაფორმებას ყველა ხერხით ეცდება, თუმცა თუ წითელ ეშმაკებთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, იუვენტუსს მისი ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი სანჩოს ალტერნატივად დორტმუნდის 22 წლის ტალანტს კარიმ ადეიემის მიიჩნევს, მისი გაფორმება ბიანკონერის დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.