TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და რომა ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ

რომა ფედერიკო კიეზასა და არტურის ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, გუნდებმა მომდევნო კვირებში ფეხბურთელების ბარტერი განახორციელონ.

ედოარდო მესას ინფორმაციით, რომა ტრანსფერში ახალგაზრდა ტალანტის ნიკოლა ჟალევსკის ჩართვას განიხილავს, ვინც დანიელე დე როსის გეგმებში არ შედის.

22 წლის პოლონელს მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია და ის ანდრეა კამბიაზოს დუბლიორად მოიაზრება.