TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომას კიეზას ტრანსფერში კონკურენციას ნიუკასლი უწევს

ბრიტანული წყაროების ცნობით, ნიუკასლი იუვენტუსის გარემარბის ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე გააქტიურდა და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.

The Sun-ის ცნობით, ნიუკასლი შეტევის გაძლიერებას გეგმავს და კიეზა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა, ვისი გუნდში ხილვაც პირადად ედი ჰოუს სურს.

იუვენტუსმა ფედერიკოს გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ მინიმუმ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს. კიეზას პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა, თუმცა ინგლისელებს რომაზე გაცილებით კარგი პირობების შეთავაზება შეუძლიათ, ამიტომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია…