TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომანო: კოპმეინერსს მხოლოდ იუვენტუსში თამაში სურს

გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ტეუნ კოპმეიენრსის პრიორიტეტი იუვენტუსის რიგებში თამაშია.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ნიდერლანდელი ფეხბურთელის თაობაზე ატალანტასთან საერთო ენის გამონახვას და კოპმეიენრსის გაფორმებას შეძლებს.

რომანოს თქმით, კოპმეინერსი სხვა გუნდის წინადადებებს არ განიხილავს და კარიერის გაგრძელება ტურინული გრანდის რიგებში სურს.