TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოდესტო:“ კოლო მუანის იუვენტუსში დაბრუნება სურს, ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ“

იუვენტუსის ტექნიკურმა დირექტორმა ფრანსუა მოდესტომ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გუნდის მზადება სეზონისთვის ? ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ჩვენ ტურინში პროდუქტიულად ვიმუშავეთ, ახლა კი გერმანიაში Adidas-ის სავარჯიშო კომპლექსში ვმუშაობთ, სადაც ძალიან კარგი გარემოა.

„ჩვენ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად ფიზიკურ და მენტალურ ასპექტებზე ვმუშაობთ და გვინდა, სეზონის სტარტს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.

„ტექნიკური დირექტორის მოვალეობები ? ეს იგივეა, რაც სხვაგან, ჩვენ ახლოს ვართ გუნდთან, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან, ვიღებთ მონაწილეობას ყოველდღიურ აქტივობებში, ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ხიდი გუნდის ხელმძღვანელობასა და გასახდელს შორის.

„იუვენტუსში მოსვლა ? ჩვენ ძალიან მოკლე მოლაპარაკებები გვქონდა. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ ფეხბურთელი, თუ დირექტორი, იუვენტუსისთვის უარის თქმა წარმოუდგენელია. ამ დიდებული გუნდის ინტეესი საამაყო იყო და წინადადებას დაუყოვნებლივ დავთანხმდი.

„სიტუაცია გასახდელში ? მე ძალიან ერთიანი გუნდი დამხვდა, მწვრთნელს, სტაფსა და ფეხბურთელებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, რაც მოედანზეც აისახება.

„ტუდორი ? მან გასულ სეზონში ძალიან კარგად იმუშავა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენ მასთან ყოველდღიური საუბარი გვაქვს.

„კომოლი და კიელინი ? ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, თითოეული ჩვენგანი იუვენტუსის წარმატებისთვის მუშაობს, ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს, რაც ძალიან პროდუქტიულია.

„კომოლის ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს, ის უკვე წლებია ამ სფეროში მუშაობს, კიელინი კი იუვენტუსის ლეგენდა და დიდებული ჩემპიონია, მას გუნდის DNA აქვს, რაც ძალიან გვეხმარება.

„ლუისის სიტუაცია ? ყველაფერი მოგვარებულია, მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა, რის გამოც ბოდიში უკვე მოიხადა, ის ვარჯიშს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად მუშაობს.

„ვლაჰოვიჩი ? ის პროფესიონალია და მუშაობს ისე, როგორც პროფესიონალს შეეფერება. დუშანი ამ მომენტისთვის იუვენტუსის ფეხბურთელია და სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

„კოლო მუანი ? რანდალს იუვენტუსში თამაში სურს, ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

73 views
error: დაცული კონტენტი !