იუვენტუსი არჩევანს მირეტისა და მაკკენის შორის გააკეთებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს ფაბიო მირეტი ან უესტონ მაკკენი დატოვებენ.
დამიენ კომოლი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად გუნდს ფინანსების მისაღებად იმ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რომლებიც იგორ ტუდორის გეგმებში არ შედიან.
წყაროს ცნობით, თუ მაკკენისთან უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ შედგა, ის იუვენტუსს დატოვებს, რაც თავის მხრივ გუნდში ფაბიო მირეტის დარჩენის შანსს საგრძნობლად გაზრდის.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
