TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება

იუვენტუსი და ატლეტიკო ნაჰუელ მოლინას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მოლინა ესპანური გუნდის გეგმებში აღარ შედის და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაშვებას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, ატლეტიკო მოლინას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში 25-30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ტურინულ გრანდს მოლინას ტრანსფერზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე ტიმოთი ვეას ან ნიკო გონსლაესის გაყიდვა მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

45 views
error: დაცული კონტენტი !