TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის შეთანხმება მიღწეულია…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და დუშან ვლაჰოვიჩი სერბი ფორვარდის კომპენსაციის თაობაზე შეთანხმდნენ.

SportItalia-ს ცნობით, თუ დუშანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ გუნდს იპოვნის და მომდევნო სეზონის ბოლოს იუვენტუსს უფასოდ არ დატოვებს, ბიანკონერი მას კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონს გადაუხდის.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი იმედოვნებს, რომ რომელიმე დაინტერესებული მხარე ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 20-25 მილიონს გადაიხდის.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

63 views
error: დაცული კონტენტი !