TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კივიორის გაფორმება 15 მილიონ ევროდ შეეძლება

არსენალი ბოლონიადან რიკარდო კალაფიორის გაფორმებასთან ახლოს არის, რაც მეთოფეების რიგებიდან პოლონელი მცველის იაკუბ კივიორის წასვლას ფაქტობრივად გარდაუვალს ხდის.

SportItalia-ს ცნობით, ლონდონური გუნდი იტალიელი მცველის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, პოლონელი კი მათ გეგმებში აღარ შედის და ფეხბურთელის საკმაოდ იაფად გაყიდვას გეგმავენ.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს, რომელიც კივიორის გაფორმების ერთ-ერთ მთავარ მსურველად მოიაზრება, მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება…