TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ახალი წინადადება ატალანტას

კრისტიანო ჯუნტოლი ნახევარდაცვის ხაზის გადახალისებაზე მუშაობას აგრძელებს და ლუისი-ტურამის დუეტის შემდეგ, ბიანკონერის პრიორიტეტი ატალანტას ტეუნ კოპმეინერსის გაფორმებაა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჯუნტოლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვა მაქსიმალურად მოკლე დროში სურს და ლა დეას უახლოეს პერიოდში ახალი წინადადებით მიმართავს, რომლის მიხედვითაც ბერგამოელები კოპმეიენრსის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 50 მილიონ ევროს მიიღებენ.

ატალანტა ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერს, ვინც ბერგამოში კოპმეიენრსის შემცვლელად მოიაზრება, უახლოეს დღეებში დაადასტურებს, რის შემდეგაც ნიდერლანდელის გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იქნება. ნიკოლო უკვე ბერგამოშია, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ატალანტას იჯარის წესით შეუერთდება.