TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

უდინეზე იუვენტუსის ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

სამპდორიაში გატარებული იჯარის შემდეგ, ფაკუნდო გონსალესი იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდა, თუმცა ის დიდი ალბათობით გუნდს კიდევ ერთხელ დატოვებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, 21 წლის ურუგვაელი მცველის ტრანსფერით უდინეზე ინტერესდება და გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

უდინეზეს გონსალესის იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში 5-6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომელიც იუვენტუსს ფეხბურთელის უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.