TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: იუვენტუსის მოთხოვნით, ტურამი ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მიიღებს

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა ტიერი ანრიმ დაადასტურა, რომ კეფრენ ტურამი გუნდს ოლიმპიადაზე ვეღარ დაეხმარება.

იუვენტუსის მოთხოვნით, კეფრენ ტურამს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.

ტურამის იუვენტუსში ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება, ნიცა მის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 25 მილიონ ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელი კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით 2.5 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს.