კაბალი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს
იუვენტუსის უკანახაზელი ხუან კაბალი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
24 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგების ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კაბალი სრული დატვირთვით ვარჯიშს 5-6 კვირაში შეძლებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
